ჩარგალში სახალხო დღესასწაული ვაჟაობა გაიმართა. ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით, ვაჟა–ფშაველას სახლ–მუზეუმში შეკრებილი ადამიანებისთვის ჩატარდა კონცერტი. ღონისძიების ფარგლებში მოწეყო გამოფენები, სპორტული ტურნირები და ტრადიციული სადღესასწაულო დოღი.
ჩატარდა ლუდის დალოცვის ტრადიციული რიტუალი.
კულტურული ღონისძიებები ჩარგალში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა, სტუმრებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ.
სახალხო ზეიმში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად მიიღო.
ვაჟაობა ჩარგალში ყოველწლიურად იმართება.