რომის პაპი პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში კრაკოვს ეწვია. პაპმა ფრანცისკემ მისი წინამორბედის, იოანე პავლე მეორეს, სახელობის ტაძარში მესა ჩაატარა.
პონტიფიკოსის მოსასმენად ტაძართან ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
პაპმა დევნილებისთვის ილოცა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი ხალხის დახმარებისკენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა.
რომის პაპმა მსოფლიოში სისასტიკის დამარცხების აუცილებლობაზე იქადაგა.