მუშებს, რომლებმაც თბილისში სასტუმრო ბალტიმორთან აქცია გამართეს, დღეს დავალიანების ნაწილი აუნაზღაურდათ.
2 თვის კუთვნილი ხელფასის გაცემა საჯაროდ მათ დღეს მოითხოვეს.
დავალიანება ამ დროისთვის დასაქმებულების მხოლოდ ნაწილისთვის არასრულად დაიფარა. უცნობი რჩება, როდის შესრულდება ვალდებულების დარჩენილი ნაწილი.
პროტესტი სასტუმროს მფლობელი კომპანია დაბიგრუპის კონტრაქტორი თურქული ფირმის საქმიანობას უკავშირდებოდა.
სასტუმრო ბალტიმორის გახსნის ცერემონია ხვალისთვისაა დაგეგმილი.