19 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
არაჯანსაღი კვება - უნიშნავენ თუ არა პედიატრები ჩვილებს ხელოვნურ საკვებს ფინანსური ინტერესების გამო

პედიატრების ნაწილის ინფორმაციით, საქართველოში ხელოვნური საკვების შემოტანა უკონტროლოდ ხდება და ხშირად ჩვილ ბავშვებს არაჯანსაღ კვებას ექიმები შეგნებულად, ფინანსური ინტერესის გამო, უნიშნავენ.

კანონის გამკაცრების ერთ-ერთი მიზეზი ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან სამშობიარო სახლებში ხელოვნური საკვების უკონტროლოდ შეტანა და ექიმების მხრიდან სავარაუდო სამართლებრივი გადაცდომაა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ხშირ შემთხვევაში სამშობიაროში ჩვილს ხელოვნურ საკვებს შეგნებულად აგემოვნებინებენ, რის შემდეგაც ახალშობილი დედის რძეს აღარ იღებს.

კვლევა ჯანდაცვის სამინისტრომ სამშობიაროებითა და პოლიკლინიკებით დაიწყო. რამდენიმე თვეში გაირკვევა, ფარმაცევტული კომპანიების ლობირებით შეგნებულად გადაჰყავთ თუ არა ჩვილები ხელოვნურ კვებაზე.

კანონის მიხედვით დარეგულირდება პედიატრთა გადამზადებაც, რომლებიც დედებს დაეხმარებიან, რომ ჩვილებმა დაბადებიდან ბუნებრივი კვება დაიწყონ. ექიმები ხელოვნურ საკვებს კი რეკომენდაციას მხოლოდ გამოუვალ შემთხვევაში გაუწევენ.

 

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

დღის ამბები