გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ქვემო ქართლში იმყოფებოდა, სადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა. მინისტრის მოადგილე სოფელ სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული რადიაციული მონიტორინგის შედეგებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
კვლევის შედეგად არ დაფიქსირებულა რადიონუკლიდების არსებობა ნიადაგში, ხოლო რადიაცული ფონი სრულად შეესაბამება ბუნებრივს.
რადიაციული კვლევები განახლებული მობილური ლაბორატორიის მეშვეობით ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარდა. შემოწმდა რადიოაქტიური ნარჩენების სამარხთან არსებული ფონი და ნიადაგში რადიონუკლიდების მაჩვენებელები.