01 ოქტომბერი 2024,   21:36
ვრცლად
კრისტინა აგილერას კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა

Black Sea Arena-ზე კრისტინა აგილერას კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. მსოფლიო ვარსკვლავმა კრისტინა აგილერამ შეკრებილების წინაშე ცნობილი ჰიტები შეასრულა. გარდა ამისა მაყურებელმა ეფექტური შოუც ნახა.

კონცერტის მსვლელობისას კრისტინა აგილერამ სცენაზე აჭარული ჯგუფი მიიპატიჟა. მომღერალმა მსმენელს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. ექვსგზის გრემის მფლობელი კრისტინა აგილერა საქართველოს პირველად ეწვია. კონცერტმა შეკვეთილში სრული ანშლაგით ჩაიარა.

დღის ამბები