სასტუმრო ბილთმორ თბილისის გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით დედაქალაქში დღეს ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფომრაციით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ორმხრივად გადაკეტილია თაბუკაშვილის ქუჩის მონაკვეთი - ლაღიძის ქუჩიდან ელბაქიძის დაღმართის მიმართულებით. საღამოს 06:00 საათიდან კი რუსთაველის გამზირი დაიკეტება ერთი მიმართულებით - თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნისკენ. ასევე, სრულად ჩაიკეტება ვარდების მოედანი. თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ავტომანქანები იმოძრავებენ პუშკინის ქუჩის გავლით.