არქეოლოგიური გათხრების დროს თელავში, სპეციალისტებმა, გვირაბების კომპლექსს მიაკვლიეს. აგურებით მოპირკეთებულ შესასვლელს, სადაც რამდენიმე მეტრზე წყალი დგას, სპეციალისტები შეისწავლიან.
არქეოლოგების თქმით, ძეგლის კონკრეტული თარიღის განსაზღვრა მას შემდეგ მოხდება, რაც აღმოჩენილ კერამიკის ნაკეთობებსა და აგურებს შორის შემორჩენილ კირის მასალებს ანალიზი ჩაუტარდება. არქეოლოგიური სამუშაოებისთვის თელავის მერიამ 6 ათას ლარზე მეტი გამოყო.