19 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
თბილისის ცენტრში 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო "Biltmore თბილისი" გაიხსნა

გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა თბილისის ცენტრში Millennium Group -ის 7 ვარსკვლავიანი ახალი სასტუმროს - Biltmore თბილისის გახნის ცერემონია. სასტუმროს ფასადზე კი, ორგანიზატორების მტკიცებით, კავკასიის რეგიონისთვის უპრეცედენტო 3D ლაზერული შოუ მოეწყო, გაიმართა კონცერტიც.

სასტუმროს გახსნას საქართველოს პრემიერმინისტრი და არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხი დაესწრო. მათ შეკრებილ საზოადოებას სიტყვით მიმართეს, მოგვიანებით კი სასტუმრო დაათვალიერეს.

აქ იმყოფებოდნენ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც.

სასტუმრო Biltmore თბილისი არაბული ინვესტიციით აშენდა და მასში 140 მილიონი დოლარი ჩაიდო.

დღის ამბები