ბათუმის საპატრულოს რამდენიმე თანამშრომელს ახალგაზრდა მამაკაცის ცემაში ადანაშაულებენ. განცხადება ამის შესახებ ბათუმში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გააკეთეს. ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობენ დაზარალებულის მშობლები.
ირაკლი ქაჯაიას დედის თქმით, სამართალდამცავებმა მისი შვილის დაკავება ადმინისტრაციული წესის დარღვევის გამო გადაწყვიტეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის დროს, დედის განცხადებით, ირაკლი ქაჯაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაზარალებულის მშობლები ფოტოებსაც ავრცელებენ, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ირაკლი ქაჯაია სასტიკად ნაცემია.
შემთხვევა ბათუმში 2 დღის წინ მოხდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.