დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წმინდა ელია წინასწარმეტყველის და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
პატრიარქი სადღესასწაულო წირვა სიონის ტაძარში გამართა.
წირვას პრემიერმინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ. წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა ქვეყნის პრემიერსა და მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა.