19 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
უტრირებას ნუ უკეთებთ საკითხს - მოსამართლე ოთარ სიჭინავა "რუსთავი 2"-ის საქმეზე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები რუსთავი 2-ის საქმის მათი მხრიდან გაჭიანურებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. მოსამართლეების ნაწილი საკითხის მაქსიმალურად სწრაფ ვადებში გავლაზე საუბრობენ და აქვე ირწმუნებიან, რომ მათი გადაწყვეტილება იქნება კანონის ფარგლებში.

თუმცა, კვლავ უცნობია როდის გამოიტანს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო, რადგან მოსამართლეები კვლავ არ აპირებენ სხდომებზე დასწრებას მანამ, სანამ პროკურატურა გამოძიებას არ დაასრულებს.

მოსამართლე ოთარ სიჭინავა რუსთავი 2-თან დეტალურად განმარტავს პროცედურებს და ამტკიცებს, რომ მედიაში საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით „სპეკულაციური“ ინფორმაციები ვრცელდება.

რუსთავი 2-ის საქმეზე 7 თვე მიმდინარეობდა პირველ კოლეგიაში განხილვა. სათათბიროში იყვნენ სამი თვე. აქედან ესეთი სპეკულაციური აზრი ვრცელდება მასმედიაში, თითქოს არავინ არ იცოდა, რომ ეს ცვლილება კანონში შედიოდა და რითაც ბატონმა მერაბ ტურავამ ისარგებლა, ეს ასე არ არის. უტრირებას ნუ უკეთებთ საკითხს, კონკრეტულად თქვენ არ მყავხართ მხედველობაში. ვფიქრობ, რომ ყველა პროფესიულად მივუდექით საკითხს, ესაა და ეს. სხვა საქმეები, რომელიც გახმაურებული არ არის, მერწმუნეთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამიტომ მოდით, ის რაც გახმაურებულა, ნუ თვლით, რომ უფრო მნიშვნელოვანია, რომელიც გახმაურებული არ არის. ჩვენთვის არის სამართლებრივი პრობლემა მნიშვნელოვანი და არა არხი. გაიგეთ ეს ბოლოსდაბოლოს,“ - განაცხადა ოთარ სიჭინავამ.

დღის ამბები