ძლიერი ხანძარი ზესტაფოში - ცეცხლი ე.წ. შავ ბაზარში მდებარე სავაჭრო ობიექტებს ღამის 10:00 საათისთვის გაუჩდა. დამწვარია დაახლოებით ათასი კვადრატურლი მეტრი ფართობი. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მას ზესტაფონის სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად ქუთაისიდან და თერჯოლიდან გამოძახებული ბრიგადებიც აქრობდნენ. ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ჩართული იყო ფეროშენადნობთა ქარხნის რამდენიმე სამაშველო ეკიპაჟიც.
ამ დროისთვის უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი. დგინდება ზარალის ზუსტი ოდენობაც. ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ დასახმარებლად ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართონ. დაზარალებულები კი ადგილზე სახანძრო ბრიგადების დაგვიანებით მისვლაზე საუბრობენ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ლაფაძის თქმით, სავარაუდოდ ზარალი დიდი იქნება, მუნიციპალიტეტი მოსახლეობის დახმარებას ვერ შეძლებს და მთავრობისთვის მიმართვა მოუწევთ.