განათლება და მასმედიაზე ხელმისაწვდომობა - ეს ორი სფერო გამოვლინდა ყველაზე პრობლემურად საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის.
ამის შესახებ საქართველოს რეფორმების ასოციაციაში (GRASS) იმსჯელეს, სადაც სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პრობლემაზე ისაუბრეს. ორგანიზაციამ რეკომენდაციებიც წარადგინა და ამ მიმართულებით პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებიც განიხილა.