19 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
პირადობის ასლი, ფოტო შინაურ ცხოველთან და სახნავ სათეს მიწაზე - სოფელ ჭალოვანის გამგეობის მოთხოვნა გლეხებისადმი

პირადობის ასლი, მოწმე, ფოტო შინაურ ცხოველთან და სახნავ სათეს მიწაზე - ეს იმ საბუთების ჩამონათვალია, რომელსაც სოფელ ქვემო ჭალოვანის გამგეობა გლეხებისგან ითხოვს, მაღალმთიანი სტატუსის მისანიჭებლად. 

გლეხები ამბობენ, რომ მათ უმეტესობას ისეთი ტელეფონი არ აქვს, რომელიც სურათს იღებს, ზოგს კი უბრალოდ შინაური ცხოველი არ ჰყავს. 

ადგილობრივების პრობლემებს სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი გაეცნო. ხაბეიშვილს მიაჩნია, რომ გამგეობის მოთხოვნები მოქალაქეების მიმართ არის დამცინავი. 

"ეს არის ხალხის დაცინვა და ნაცვლად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ზრუნავდეს იმ სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, რაც რეგიონში მრავლადაა, აბუჩად იგდებს მისივე მოსახლეობას და ამომრჩეველს. მისივე თქმით, არსებობს უამრავი მექანიზმი იმასა, რომ გადამოწმდეს, კონკრეტული ადამიანი მართლაც არის თუ არა რეგისტირებული იმ რაიონში და ამისთვის არ უნდა იყოს საჭირო, შინაურ ცხოველებთან თუ ფრინველებთან ფოტოების გადაღება,"- აცხადებს ხაბეიშვილი.

 

 

დღის ამბები