არასამთავრობო ორგანიზაციების საკონსტიტუციო სარჩელის 12 საათიანი განხილვა დასრულდა. მოსამართლეები გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდნენ.
სამოქალაქო სექტორი ერთობლივი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის რამდენიმე მუხლს აპროტესტებს. მათ შორის არის ნორმა, რომლის მიხედვითაც ორგანული კანონის განხილვის შემთხვევაში იზრდება მოსამართლეთა ქვორუმი.
ასევე, მოსამართლეს ენიჭება უფლებამოსილება საქმე კოლეგიიდან პლენუმს გადასცეს. ამის მაგალითად შეიძლება დასახელდეს რუსათავი 2-ის საქმე, როცა მოსამართლე მერაბ ტურავამ დააყენა შუამდგომლობა და ეს საქმე კოლეგიიდან პლენუმს გადასცა. არასამთავრობოები ამ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.
„კიდევ ერთხელ მივუთითეთ იმაზე, რომ შემოთავაზებული ცვლელებები, რომელიც შემდეგ ჩვენ გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხელს უშლის ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას და ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას,“ - განაცხადა კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ.