ფოთში ილიას ქუჩაზე ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა. ოჯახის წევრებმა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ შეძლეს. ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ მის ჩასაქრობად რამდენიმე სახანძრო ჯგუფი იყო მობილიზებული.
ხანძრის შედეგად ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა სხეულის დაზიანება მიიღო. ის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.