სტიქიის მეორე დღე. წაღვერში ცოტა ხნის წინ კვლავ გაწვიმდა. არსებული ინფორმაციით დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო.
ცოტა ხნის წინ იწვიმა ბორჯომშიც, თუმცა ქალაქში ამ დროისთვის ნალექი აღარ არის. მიუხედავად ამისა, მოქალაქეები შეშინდნენ და გაწვიმებისთანავე დატოვეს ბორჯომის ცენტრალური პარკის ის ნაწილი, რომელიც დღეს გაიხსნა.
სინოპტიკოსები რეგიონში არამდგრად ამინდებს 8 აგვისტომდე ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა რეგიონში პრობლემები გუშინ ღამით შექმნა. სტიქიამ განსაკუთრებით ბორჯომის ცენტრალური პარკი დააზიანა.