19 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
აკორდ ჯორჯიას თანამშრომლები 4 თვის გაუცემელ ხელფასს ითხოვენ

აკორდ ჯორჯიას თანამშრომლებმა გეგუთში აქცია გამართეს. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. მათი ინფორმაციით, უკვე ოთხი თვეა, ანაზღაურება არ მიუღიათ.

აქციის მონაწილეებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია თევდორაძე, შეხვდა.

„ეს ადამიანები ბედის ანაბარა არიან მიტოვებულები. მე მინდა, მივმართო ხელისუფლებას, რომ დროულად ჩაერიოს ამ საქმეში, რათა იქნას ამ ადამიანების უფლებები დაცული და ამ მნიშვნელოვან ტრასაზე სამუშაოები იქნას გაგრძელებული,“ - აცხადებს გია თევდორაძე.

დღის ამბები