19 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან - დევნილები საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვენ

ეკონომიკის სამინისტროსთან დევნილები შეიკრიბნენ და იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება მოითხოვეს, რომელშიც წლებია, ცხოვრობენ.

მათ ეკონომიკის სამინისტროდან არავინ გამოხმაურებია. იძულებით გადაადგილებულებს მხარდაჭერა ბეჟან გუნავამ გამოუცხადა.

„არ არის გამორიცხული, რომ ამ აქციამ გადაინაცვლოს კანცელარიასთან. ას რომ, თუ არ იქნება პასუხი ამ ორი დღის განმავლობაში, ჩვენ უნდა ველოდოთ სოციალურად დაუცველებისგან თბილისში მასშტაბურ აქციას,“ - განაცხადა პარტია თავისუფალი საქართველოს რეგიონული მდივანმა, ბეჟან გუნავამ.

დღის ამბები