19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
მეღვრეკისის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარებას ხელისუფლებისგან ითხოვს

კამათის მიზეზი სოფელ მეღვრეკისის მოსახლეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გაცემული დაპირებები გახადა. მეღვრეკისში აცხადებენ, რომ მათი პრობლემები დღემდე მოუვარებელია.

სოფლის მთავარი პრობლემა უგზოობაა. დღემდე ვერ მოხერხდა ბუნებრივი აირის სოფლამდე მიყვანაც მიუხედავად იმისა, რომ მიმდებარე ყველა სოფელი გაზიფიცირებულია.

სოფელში საბავშვო ბაღის გახსნასაც ითხოვენ. ბავშვები სხვა სოფლებში დაჰყავთ და ყოველ დღე მრავალი კილომეტრის გავლა უწევთ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ისევ დაპირებით პასუხობენ. მათი თქმით, გაზიფიცირება 2017 წელს მოხდება, სხვა საკითხებზე კი მუშაობა მიმდინარეობს.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მოსახლეობას დახმარების იმედი უკვე არჩევნების შემდეგ აქვთ. მეღვრეკისში შიშობენ, რომ ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში, სოფელი მოსახლეობისგან სრულიად დაიცლება.

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები