19 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
საქსტატი და იუსტიციის სამინისტრო - მოქალაქეთა აღწერისა და ამომრჩეველთა სიის ორი სხვადასხვა მონაცემი

მოქალაქეთა აღწერისა და ამომრჩეველთა სიის ორი სხვადსხვა მონაცემი - საქსტატმა 2014 წელს საყოველთაო აღწერისას საქართველოში 3 მილიონ 700 ათასი მოქალაქე დაითვალა, იუსტიციის სამინისტრომ კი - 200 ათასით ნაკლები.

საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები საქსტატმა დათვალა, ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა სია კი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. ცდომილება 200 ათასია, რასაც იმ გარემოებებით ხსნიან, რომ საქსტატმა საზღვარგარეთ მყოფი ქართველები ვერ აღწერა.

ამომრჩეველთა სიების დამდგენი კომისიის ყოფილი თავჯდომარე აცხადებს, რომ იმ მოქალაქეთა ხმები, რომელიც საქსტატმა საქართველოში მათი არ ყოფნის გამო ვერ აღწერა, დაკარგულია.

ის, რაც საქსტატმა ვერ აღწერა, მოხვდა სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებულ სიაში, რომელიც ცესკოს ერთი თვის წინ გადაეგზავნა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ხმის მიცემა 3 452 093 ამომრჩეველს შეუძლია, თუმცა საქსტატის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში 18 წელზე უფროსი 2,9 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 650 ათასზე მეტი ქართველი საქართველოში არ იმყოფება, ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

ოფიციალური ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში დარეგისტრირებული მხოლოდ 60 ათასამდე ადამიანია. სადავო ციფრებსა და ცდომილებებზე კვლევა სააგენტო ფაქტ ჩეკმა ჩაატარა.

საქსტატში აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების დათვალა ევალებოდათ.

საქსტატის მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები.

ნაციონალურ მოძრაობაში არ გამორიცხავენ, რომ იმ მოქალაქეთა ხმები, რომელიც სტატისტიკის სამსახურმა არ აღწერა, შესაძლოა, მმართველმა გუნდა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.

 

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

დღის ამბები