19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
რიოს ოლიმპიური თამაშები და ქართველი სპორტსმენები CNN-ის ობიექტივში

ქართველი სპორტსმენები CNN-ის ობიექტივში და ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალში. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ორი ეტაპი გადალახა და ახლა ნახევარფინალურ შეხვედრებს დაელოდება, რომელიც თბილისის დროით, 22 საათსა და 30 წუთიდან დაიწყება.

რიოს ოლიმპიური თამაშების სტარტი საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებული აღმოჩნდა. საქართველოს ასპარეზობის პირველივე დღეს აქვს რეალური შანსი, მოიპოვოს ოლიმპიური მედალი.

თამაშების დაწყებას კი ტრადიციული გახსნის ცერემონია უძღოდა, რომელმაც ქართველი სპორტსმენები საბრძოლო განწყობაზე დააყენა.

გახსნის ცერემონიაზე გამოვიდნენ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა და ძიუდოისტთა ნაკრების ის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში შედარებით გვიან ერთვება.

რიოში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი გახსნის ცერემონიას დაესწრო, რის შემდეგაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის, ტომას ბახის, ოფიციალურ მიღებაზეც იმყოფებოდა.

ქართულ დელეგაციასთან ერთად იმყოფება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. ტარიელ ხეჩიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ოლიმპიური ნაკრები მზადაა, თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენოს.

CNN-მა საგანგებო სიუჟეტი ნინო სალუქვაძესა და მის ვაჟს, 19 წლის ცოტნე მაჭავარიანს, მიუძღვნა - პირველი დედაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდანაა.

 

 

 

 ავტორი: დავით ერაძე

დღის ამბები