ამ წუთებში ქერჩის ქუჩაზე მომხდარ მკველობაში ბრალდებულის დაკითხვა მიმდინარეობს. ვანო წიკლაურის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გლდანში, ქერჩის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილს ჭრილობები თავსა და ხელში ჰქონდა მიყენებული. 37 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ხაშურის რაიონში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან პირადი მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ქერჩის ქუჩაზე მდებარე ქორეოგრაფიულ დარბაზში ანსმბლ "ხერთვისის" ხელმძღვანელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.