საქართველოს პრემიერმინისტრი რაჭაში იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილი ნიკორწმინდის ტაძრის აგების ათასი წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას და სამონასტრო კომპლექსის კურთხევის ცერემონიალს ესწრება. საზეიმო წირვას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მღვდელ მსახურებთან ერთად აღავლენს.
პრემიერი გეგმავს შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო შაორის მშენებლობის დათვალიერებასაც. მოგვიანებით კი ის ამბროლაურში ბიზნესმენებთან შეხვედრას გეგმავს.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი.