ვანესა მეის კონცერტი Black Sea Arena-ზე 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ბრიტანელი მევიოლინე მსმენელის წინაშე განსაკუთრებული შოუ-პროგრამით წარსდგა. ტაილანდური წარმოშობის მუსიკოსმა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულა - წამოდგენილი იყო კლასიკური მუსიკისა და ტაილანდური ფოლკლორის ნაზავი. კონცერტის მიმდიანრეობის დროს ვანესა მეიმ სცენა დატოვა და დაკვრა უშუალოდ მაყურებელის გვერდით განაგრძო, რითაც აუდიტორიის აღფრთოვანება დაიმსახურა. კონცერტის დასრულების შემდეგ ბრიტანელმა მევიოლინემ მცირე საცობის გამო ტერიტორია მაშინვე ვერ დატოვა, რითაც გადამღებ ჯგუფებს მისი კიდევ ერთხელ დაფიქსირების საშუალება მიეცათ. ეს ახალ საკონცერტო დარბაზში რიგით მეორე საღამო იყო.