19 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები დილიდან მიდიან

8 აგვისტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის დღეა. თარიღის აღსანიშვნავად ძმათა სასაფლაოზე დილიდან ასვლა დაიწყეს პოლიტიკოსებმა და გარდაცვლილთა ახლობლებმა. აქ ერთი საათში ელოდებიან ქვეყნის პრემიერს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

სასაფლაოზე უკვე იმყოფებოდნენ საქართველოს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებიც.

ოფიციალური ინფომრაციით, 2008 წლის ომის შედეგად დაღუპულია 400-ზე მეტი ადამიანი - მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციის თანამშრომელები.

 

დღის ამბები