19 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
დავით ნარმანია კოსტავას ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი დავით ნარმანია კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, ერთად კოსტავას ქუჩის მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო. გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას ფარგლებში, მოხდება გზის ასფალტის საფარის დემონტაჟი და დაიგება ახალი ორფენიანი საფარი.

საგზაო სამუშაოები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან 26 მაისის სახელობის მოედნამდე მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 აგვისტოს დაიწყო და 20 დღეში დასრულდება. სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს.

დღის ამბები