19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ასეულობით დაზარალებული ათასობით ევროს კარგავს

იუსტიციის სამინისტრო ნაციონალურ მოძრაობას სახელმწიფო ინტერესების ხელყოფაში ადანაშაულებს. უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, რომელიც რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმეს ეხება.

იუსტიციის სამინისტრო ასეულობით დაზარალებულის დოკუმენტაციაზე ამჟამადაც მუშაობს, რისთვისაც საქართველოს მთავრობას ვადა 2016 წლის სექტემბრამდე აქვს.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, სტრასბურგის სასამართლოს მხოლოდ 118 დაზარალებულის სია გადაეგზავნა.

"არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტი ავრცელებდეს 5 წუთში გადამოწმებად ტყუილებს. ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები გამოქვეყნებულია მათივე ვებგვერდზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ იმის ნაცვლად, რომ პირველ სექტემბრამდე დარჩენილი ძალიან მცირე დრო გამოიყენოს დაზარალებულების მოსაძიებლად რომ ჩვენმა თანამემამულეებმა მოახერხონ მოგებული საქმიდან კომპენსაციის მიღება დაკავებულია ნაციონალური მოძრაობის ლანძღვით,"- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთო კახიძე.

იუსტიციის სამინისტროს ეფექტურად მუშაობისკენ მოუწოდებენ პაატა ბურჭულაძის პარტიაში.

"რაოდენობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმ თვალსაზრისით, რომ რეალურად მასშტაბები გაიზომოს ადამიანის უფლებების დარღვევის რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეთნიკურად ქართველებთან მიმართებაში. მეორე პრაქტიკული მნიშვნელობა, რომ მოცულობა კომპენსაციის გაიზარდოს. ქართული მხარე მაქსიმალურად ეფექტიანი უნდა იყოს,"- განაცხადა დავით ჯანდიერმა.

 

დღის ამბები