ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის წევრები დედაქალაქში გზებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრობენ. მათი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის ზრდას გზებზე არსებული არაერთი პრობლემა იწვევს.
„ავტოსაგზაო შემთხვევების მომრავლებას ჩვენ ვუკავშირებთ შავი წერტილების არსებობას ჩვენს დედაქალაქში - არასწორ საგზაო ნიშნებს, არასწორად რეგულირებულ საგზაო მოძრაობას და სუსტ ადმინისტრირებას დარღვევი პირების მიმართ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი გაუმართავი ინფრასტრუქტურაა,“ - აცხადებს დავით მესხიშვილი.
ასოციაციის განცხადებებს თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა.
„თუ რაიმე პრობლემა არსებობს ჩვენ თბილისის მერიაში გვყავს შესაბამისი ჯგუფი, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ საპატრულო პოლიციასთან და შესაბამისად ხდება რეაგირება,“ - აცხადებს დავით ნარმანია.