ქართულ ჭიდაობაში შინდისის ბრძოლაში დაღუპული მეომრების სახელობის პირველობა ჩატარდა. მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების 50 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ასპარეზობა სხვადასხვა წონითი კატეგორიაში გაიმართა.
გუნდური პირველობა და შესაბამისად, ტურნირის ჩემპიონის ტიტულიც სპეციალური ოპერაციების ძალებმა მოიპოვა. მათ ოთხ წონით კატეგორიაში გაიმარჯვეს. ღონისძიება 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას მიეძღვნა.