19 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს 2 ოლიმპიური მედალი უკვე აქვს მოპოვებული

ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი, კლუბ საგარეჯოს წევრი, ბექა ღვინიაშვილი, ოლიმპიური თამაშებზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. 20 წლის ღვინიაშვილმა ტურნირის პირველივე შეხვედრაში ბრიტანელი სპორტსმენი დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე კი ბელგიელ ძიუდოისტს აჯობა. 

მეოთხედფინალში ღვინიაშვილი ფრანგ სირილ მარესთან დამარცხდა, თუმცა ტურნირს არ გამოეთიშა, ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ორი მედალი აქვს მოპოვებული, - ლაშა შავდათუაშვილის ბრინჯაოს მედალს გუშინ გვიან ღამით ვარლამ ლიპარტელიანის ვერცხლის მედალი დაემატა. 

ლიპარტელიანმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში იჭიდავა. საქართველოს ძიუდოისტთა ოლიმპიური ნაკრების კაპიტანი იაპონელ მაშუ ბეიკერთან დამარცხდა.

ფინალური შეხვედრის დასრულებისთანავე დაჯილოდვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ძიუდოს საერთაშოირსო ფედერაციის წარმომადგენლებმა ქართველ სპორტსმენს ოლიმპიური ვერცხლის მედალი გადასცეს. 

12 აგვისტოს რიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე სამი ქართველი სპორტსმენი შეეცდება წარმატების მოპოვებას.

 

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები