გაზის მილი, რომელიც თერჯოლის სოფლებზე გადის, მაგრამ ადგილობრივები ბუნებრივი აირით მაინც ვერ სარგებლობენ. ადგილობრივებს ერთი კითხვა აქვთ ენერგეტიკის სამინისტროსთან, - რა პრინციპით შეირჩა ტერიტორიები გაზიფიცირებისთვის.
კერძო ნავთობკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, თერჯოლის ბუნებრივი აირით დაკმაყოფილება ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მოსახლეობა მხოლოდ მათ სახლებთან გამავალ მილებს ხედავს, რომელიც გაზს სხვა რაიონს აწვდის.
დღეს თერჯოლაში ნაციონალური მოძრაობის ახალი წევრი, ოთო კახიძე, იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ ხელშეკრულებად დასრულებულად უკვე ჩათვალა, თუმცა დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები ამ დრომდე შეუსრულებელია.
ავტორი: ეკა გაგუა