დღეს დიდგორობის დღესასწაული აღინიშნება. დიდგორის მემორიალთან გამართულ ღონისძიებას მთავრობის წევრებთან ერთად პრემიერმინისტრი დაესწრო.
ღონისძიებაზე საბრძოლო მოქმედებების დროს გამოჩენილი მამაცობისა და თანამებრძოლთა სიცოცხლის გადარჩენისთვის დიდგორის ჯვრის მედლით მაიორი ზაზა ცერცვაძე და სერჟანტი გიორგი ჭოველიძე დაჯილდოვდნენ.
სახალხო ზეიმის ფარგლებში გაიმართა კონცერტი, სპორტული შეჯიბრებები, ბაზიერების შოუ.