ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის დასახმარებლად ხვალ საქველმოქმედო აქცია გაიმართება.
დილიდან ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე მათი ნათესავები, მეგობრები და გულშემატკივრები შეიკრიბებიან.
საქველმოქმედო ბაზრობაზე სხვადასხვა ნივთები გაიყიდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად გიორგის და ნუცას მკურნალობას მოხმარდება.
ახალგაზრდა წყვილი 21 ივლისს სამტრედია-ქუტაისის გზაზე ავტოავარიის შედეგად დაზიანდა. მათ თურქეთში ოპერაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდებათ, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.