19 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
დამწვარი მატარებელი და დანით დაჭრილი მოქალაქეები - 27 წლის თავდამსხმელი საავადმყოფოშია გადაყვანილი

სამართალდამცველები შვეიცარიაში მომხდარ თავდასხმას იძიებენ. დანით შეიარაღებულმა პირმა სალეზის ავტოსადგურის მახლობლად, მატარებელში ხანძარი გააჩინა და 6 ადამიანი დაჭრა.

რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. დაჭრილებს შორის 6 წლის ბავშვიც არის.

საავადმყოფოშია გადაყვანილი თავად 27 წლის თავდამსხმელიც. გამოძიება მომხდარის ვერსიებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აღიარებს, რომ ტერორისტულ მოტივსაც არ გამორიცხავს.

დღის ამბები