პირველი ქართული კონცერტი Black Sea Arena-ს სცენაზე - შეკვეთილში მდებარე ახალ საკონცერტო დარბაზში ერისიონის საღამო გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, უპრეცედენტოდ მასშტაბური ქართული შოუ საგანგებოდ Black Sea Arena-ს სცენისთვის მომზადდა. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. მას ქართველ მაყურებელთან ერთად უცხოელი ტურისტებიც დაესწრნენ.
დარბაზში იმყოფებოდნენ მოქმედი და ყოფილი პრემიერებიც. 20 აგვისტოს კი შეკვეთილში კონცერტს უკვე ლეგენდარული როკ ჯგუფი Scorpions ჩაატარებს.