19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
შტორმი ბათუში - მაშველებმა 16 ადამიანის გადარჩენა შეძლეს

უამინდობამ პრობლემები შექმნა ბათუმში - ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ცენტრალური ქუჩები, სახლების პირველი სართულები, ქარმა კი საცხოვრებლებს სახურავი ახადა. ზღვისპირა ქალაქის მოსახლეობა სტიქიას დამოუკიდებლად ებრძოდა, თუმცა დილისთვის სამაშველო სამსახურებმა მოახერხეს სახლებიდან წყლის ამოტუმბვა.

ადგილობრივების განმარტებით, დატბორვა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩებთან ერთად პრობლემები შეიქმნა გარეუბნებში. ყველაზე მძიმე ვითარება ე.წ. ჭაობის დასახლებაში იყო, სადაც თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა.

ზღვის სანაპიროზე გვიან ღამემდე 4-დან 4,5 ბალამდე შტორმი დაფიქსირდა. შტორმის დროს მაშველებმა 16 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის იყვნენ უცხოელი ტურისტები.

ავტორი:თაკო სურგულაძე, ეკო მაღრაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები