19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
რამდენიმე თვე საკანალიზაციო სისტემის გარეშე - გორკის ქუჩის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

თბილისში გორკის #37-ის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ე.წ. იტალიური ეზოს 6 ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა საკანალიზაციო სისტემის გარეშე ცხოვრობს. ადგილობრივების განცხადებით, ქუჩაში გაყვანილობა ჯი ვი პი-მ გამოცვალა, რა დროსაც მათ სახლებიდან გამავალი მილები გადაუკეტეს.

ამ დროისთვის კი კანალიზაციით მთლიანად დატბორილია სარდაფები, ანტისანიტარიის გამო კი დახმარებას მეზობლები ითხოვენ. მერიასა და თბილისის წყალში კომენტარი ამ დროისთვის არ კეთდება.

დღის ამბები