სამტრედიაში 22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობას სახელმწიფოს არასწორ ნარკოპოლიტიკას უკავშირებენ თავისუფალი დემოკრატები. ჯანდაცვის პროგრამის ავტორმა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით პარტიის ხედვა წარმოადგინა.
ნიკოლოზ ფრუიძის განცხადებით, აუცილებელია, ნარკომომხარებელთათვის ხარისხიანი სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისწვდომობის უზრუნველყოფა.
პარტიაში ასევე საჭიროდ მიიჩნევენ სარეაბილიტაციო ცენტრების სისტემების დაფუძნებას.
“ყველანაირი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს ქვეყანაში. უნდა განისაზღვროს მინიმალური მოხმარების დოზა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივით უნდა დაფიქსირდეს. ასევე უნდა გამკაცრდეს ნარკოტიკების გამსაღებლისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები,“ - განაცხადა კოკა ფრუიძემ.