09 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
კალიფორნიაში უამინდობის გამო 200 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

კალიფორნიის შტატის სამხრეთ რეგიონებს ერთდროულად ძლიერი შტორმი, წყალდიდობა და მეწყერი დაატყდა თავს.

სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ორი კი მაშველებმა გადაარჩინეს.

უამინდობის შედეგად ყველაზე მეტად ლოს-ანჯელესის გარეუბნები დაზარალდა, სადაც მეწყერმა ქვეშ 20–მდე საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. ევაკუირებულია 100–მდე ოჯახი. შტორმმა და გადაუღებელმა წვიმამ სტიქიის ზონაში ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც 200 ათასამდე ადამიანს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

დღის ამბები