2016 წლის 17 აგვისტო - ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ირაკლი თურმანიძემ კი ბრინჯაოს.
ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 473 კილოგრამი ასწია და მსოფლიოს ახალი რეკორდიც დაამყარა.
ირაკლი თურმანიძემ შეჯიბრში 448 კგ დააფიქსირა მესამე ადგილი დაიკავა, რაც ბრინჯაოს მედალის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
ამ დროისთვის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.
ვიდეო: პირველი არხი