19 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას, მომავალში შეიცვლება მედლის ფერი - ვარლამ ლიპარტელიანი საქართველოში დაბრუნდა

რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, საქართველოს ნაკრების ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი სამშობლოში დაბრუნდა. აეროპორტში ლიპარტელიანს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

"არ ვაპირიებ ამაზე გაჩერებას და ვფიქრობ მომავალში შეიცვლება ფერიც,"-განაცხადა საქართველოში დაბრუნებულმა ლიპარტელიანმა.

შეგახსენებთ, რომ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ სპორტსმენთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დღის ამბები