19 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" წევრები გურჯაანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ

პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის წევრები გურჯაანში თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივებს ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად აწუხებთ ანტისანიტარია, მათ არაერთხელ მიმართეს მუნიციპალიტეტს, თუმცა უშედეგოდ.

მოსახლეობის განცხადებით, ქუჩა მხოლოდ პარტიის წარმომადგენლების გამოჩენის შემდეგ დასუფთავდა.

ხელისუფლება პრობლემებს მუნიციპალიტეტში უსახსრობას აბრალებს.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გურჯაანში ერთი მილიონით გაიზარდეს ხელფასები, დანამატები და პრემიები და ამ ერთი მილიონი ლარით, წინა წლებშიც შეძლებდნენ მსგავსი ტიპის სამუშაოების შესრულებას,“ - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის წევრმა ირაკლი ყიფიანმა.

დღის ამბები