58 წლის იუბილე მადონამ ჰავანაში იზეიმა. მომღერალი კუბაში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ჩავიდა. ჟურნალისტებმა პოპ ვარსკვლავი ჰავანის ერთ-ერთ მოედანზე ცეკვის დროსაც გადაიღეს. ვიზიტის დროს მადონამ ჰავანის ძველ უბანშიც გაისეირნა და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.