19 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ოვაციები და ტაში თბილისის აეროპორტში - ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადიდან დაბრუნდა

გუშინ, გვიან ღამით, რიოდან სამშობლოში დაბრუნდნენ საქართველოს ძიუდოისტთა, მშვილდოსანთა და ბატუტზე მხტომელთა ნაკრების წევრები.

მათ გუშლემატკივრები აეროპორტში ოვაციებით დახვდნენ. საკმაოდ ემოციური იყო შეხვედრა ლაშა შავდათუაშვილთან, რომელმაც რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

„მინდოდა გამემეორებინა ის შედეგი, რაც 2012 წელს ლონდონში მოვიპოვე ჩვენს ქვეყნას, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებზე ესე არ ხდება. ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება,“ - განაცხადა ლაშა შავდათუაშვილმა.

საგარეჯო სუპერსტარის წევრი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც სხვადასხვა სინჯის მედალი ორ ოლიმპიურ თამაშებზე მოიგო. ამ დროისთვის რიოს ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია.

დღის ამბები