პროტესტის ნიშნად თბილისის მერიასთან შიმშილობას აგრძელებს პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე. პარტიზანი მებაღეები გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
პარალელურად საჩივარს ამზადებენ, რომელსაც სავარაუდოდ დღესვე გადასცემენ პროკურატურას. ისინი ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის კანონიერების დადგენას ითხოვენ. პარტიზანი მებაღეების საპროტესტო აქცია დღეს ისევ განახლდება თბილისის მერიასთან.
„ნინო სულხანიშვილმა და კახნიაურმა უნდა დატოვონ ეკოლოგიის და გამწვანების ე.ს. სამსახური, მიეცნენ პასუხისგებაში,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.