თავდასხმა მოხდა რეინჯერებზე კახეთში. გარემოს დამცველები ლაგოდეხის ნაკრძალში ფოტოხაფანგით დაფიქსირებულ კანონდამრღვევებს ეძებდნენ, როდესაც 4 ბრაკონიერი დაინახეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
შეიარაღებულმა პირები რეინჯერების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, იარაღი დაუმიზნეს და ქვები ესროლეს. ერთ-ერთი გარემოს დამცველის ჰოსპიტალიზაცია თავის ტრავმით მოხდა.
დაწყებულია გამოძიება. თავდამსხმელებს ამ დრომდე ეძებენ.