19 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
ხმაური გლდანში - ადგილობრივები 2 კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

ამ წუთებში ხმაურია გლდანში, სადაც მეხუთე მიკრორაიონის მერვე კორპუსის მაცხოვრებლები მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპროტესტებენ. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია, რომლის ფართობიც 2 750 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ერთადერთი ადგილია, სადაც დასვენება და თამაშია შესაძლებელი. გლდანელები ასევე აცხადებენ, რომ თუ ადგილზე მძიმე ტექნიკა შევა, არ არის გამორიცხული მათი მუშაობის დროს გვერძე მდებარე ავარიული სახლები კიდევ უფრო დაზიანდეს. 

ტერიტორია 2015 წელს სამშენებლო კომპანია ნიუ ჰორიზონტმა ქონების მართვის სააგენტოსგან შეიძინა და საცხოვრებელი სახლების აშენებას გეგმავს. კომპანიაში მოქალაქეების განცხადებები მიუღებელია და ამბობენ, რომ ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ. 

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სხვადასხვა უწყებაში 15 საჩივარი აქვთ დაწერილი, თუმცა ყველა უწყებამ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. იმ შემთხვევაში თუ ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობას დაიწყებს, მოქალაქეები მათვის მუშაობაში ხელის შეშლას გეგმავენ.  

რამდენიმე წუთის წინ ადგილზე გლდანის გამგეობის წარმომადგენლებიც მივიდნენ. 

დღის ამბები