ყაზბეგის გამზირზე, იქ სადაც კომპანია ორბი ჯგუფის მიერ ხეები მოიჭრა, ამ დროისთვის პროკურატურის თანამშრომლები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან საექსპერტო კრიმინალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ამ წუთებში მოჭრილ ხეებს სწავლობენ.
ადგილზე იმყოფებიან ექსპერტებიც, რომლებმაც შემდგომში ხეების წლოვანება უნდა დაადგინონ, ასევე უნდა დადგინდეს იყო თუ არა ხე ჯანსაღი.
ექსპერტებისა და კრიმინალისტების მუშაობას ადგილზე კომპანია ორბი ჯგუფის წარმომადგენლებიც აკვირდებიან. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ხეები მერიის ნებართვის საფუძველზე მოჭრეს.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.